Page 11 - The European Union and the War on Ukraine
P. 11

ორმხრივი  (აშშ-თან,  გაერთიანებულ  სამეფოსთან  და  სხვა),  ისე
       მრავალმხრივი  შეთანხმებები,  რომლებიც  შეიძლება  გახდეს
       უკრაინაზე      მომავალი      თავდასხმების       თავიდან      აცილების

       ინსტრუმენტი  და  უკრაინის  ნატო-ში  გაწევრიანების  ერთგვარი
       ალტერნატივა.  ერთის  მხრივ,  ასეთმა  სცენარმა  შესაძლოა
       უზრუნველყოს, რომ ნატო კვლავ არ იქნება უშუალოდ ჩართული

       უკრაინაში მიმდინარე ომში, რითაც თავიდან იქნება აცილებული
       რუსეთის  შემდგომი  პროვოკაციები  ამ  მიმართულებით,  ხოლო,
       მეორე მხრივ, ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნება რუსეთის
       მოთხოვნა უკრაინის „სამხედრო ნეიტრალიტეტის“ თაობაზე.

              ამასობაში,     2022    წლის     28    თებერვალს,       უკრაინამ
       ოფიციალურად  წარადგინა  ევროკავშირის  წევრობაზე  განაცხადი
       და  მოელის  ევროკომისიის  პირველ  ოფიციალურ  რეაქციას,

       რომელსაც  ევროპულმა  საბჭომ  დაავალა  უკრაინის  აღნიშნულ
       განაცხადის შესწავლა და საპასუხო ნაბიჯების მომზადება.
              მართლაც,       ევროკავშირის       წევრობა      მნიშვნელოვნად
       გააძლიერებს  უკრაინის  საერთაშორისო  პოზიციებს,  ისევე

       როგორც  მის  ეკონომიკურ  და  პოლიტიკურ  შესაძლებლობს.
       თუმცა,  გასათვალისწინებელია,  რომ  ევროკავშირის  შესახებ
       ხელშეკრულების  (TEU)  42-ე  მუხლის  მე-7  პუნქტის  მიხედვით,
       „თუ  ევროკავშირის  წევრი  სახელმწიფო  მის  ტერიტორიაზე

       განხორციელებული  შეიარაღებული  აგრესიის  მსხვერპლია,  სხვა
       წევრ ქვეყნებს ეკისრებათ მისთვის დახმარების (Aid and Assistance)
       აღმოჩენის  ვალდებულება,  მათ  ხელთ  არსებული  ყველა
       საშუალებით  (!),  გაერო-ს  წესდების  51-ე  მუხლის  შესაბამისად“
                                                                               9
       (გაერო-ს  წესდების  51-ე  მუხლი  საუბრობს  ინდივიდუალური  ან




       9  https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A12008M042
                                                                             10
   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16