Page 14 - The European Union and the War on Ukraine
P. 14

კავშირმა  შესაძლოა  გადადგას  უფრო  თამამი  ნაბიჯები  იმ
       რეგიონების  მიმართ,  რომლებიც  დაუცველნი  არიან  რუსეთის
       იმპერიული        ამბიციების      პირისპირ.       ასეთ     შემთხვევაში,

       ევროკავშირს  მოუწევს  უფრო  ცხადად  ჩამოაყალიბოს  პოზიცია
                                                                              11
       ევროკავშირის      კანდიდატი       და    პოტენციური        კანდიდატი
       დასავლეთ  ბალკანური  ქვეყნების  ამ  კავშირში  დროულად

       მიღებასთან  დაკავშირებით,  ისევე  როგორც  მიიღოს  ახალი
       გადაწყვეტილებები  „ასოცირებული  ტრიოს“  ევროპულ  მომა-
       ვალთან  დაკავშირებით,  ტრიოს  წევრების  მიერ  ევროკავშირის
       წევრობაზე  ოფიციალური  განცხადების  შეტანის  გათვალისწი-

       ნებით.
       -      უკრაინაში      ომის     საპასუხოდ       ევროკავშირის        მიერ
       შემუშავებული  პოლიტიკები  და  განხორციელებული  ქმედებები

       ცალსახად ხელს უწყობენ კავშირის შიდა კონსოლიდაციას. ასეთი
       განვითარება  ამცირებს  კავშირის  ფარგლებში  ანტი-ევროპულ
       განწყობებს, ასევე აძლიერებს წევრი ქვეყნებისა და ევროკავშირის
       მოქალაქეების      ევროპულ       იდენტობასა       და    სოლიდარობას.

       ევროპაში  მოქმედი  ზოგიერთი  პრორუსული  ულტრამემარჯვენე
       პოპულიტური  პოლიტიკური  ძალამ  უკვე  მოახდინა  "რუსული
       ნარატივისაგან"  დისტანცირება  და  დაგმო  რუსეთის  მიერ
       თავსმოხვეული ომი. ასევე, ომი უკრაინაში ევროკავშირის წევრებს

       უბიძგებს,  აქტიურად  იმუშაონ  ერთიანი  პოზიციების  შემუ-
       შავებისთვის  სხვადასხვა  სფეროში.  შედეგად,  ევროკავშირს  აქვს
       შესაძლებლობა  გახდეს  უფრო  მეტად  „ფედერალური“  და  უფრო
       მტკიცედ განაგრძოს „ერთიანი ევროპის“ პროექტის რეალიზაცია.



       11  https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/enlargement-
       policy/glossary/potential-candidate-countries_en

                                                                             13
   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19