Page 10 - The European Union and the War on Ukraine
P. 10

ამავდროულად,  CSDP  ითვალისწინებს  ევროკავშირის
       წევრი     იმ   სახელმწიფოების         ვალდებულებებს,        რომლებიც
       საკუთარი  თავდაცვისუნარიანობის  უზრუნველყოფას  ნატო-ს

       მეშვეობით ხედავენ. ამასთან, „იმ წევრ სახელმწიფოებს, რომელთა
       სამხედრო  სისტემა  აკმაყოფილებს  უფრო  მაღალ  სტანდარტს  და
       რომლებმაც  ერთმანეთის  მიმართ  თავდაცვითი  ურთიერთ-

       ვალდებულებები  აიღეს,  შეუძლიათ  დაამყარონ  ე.წ.  მუდმივი
       სტრუქტურირებული  თანამშრომლობა  (permanent  structured
                     8
       cooperation)“.
              შენიშვნა:     CSDP-ის      სტრუქტურა        მოიცავს      შემდეგ

       ინსტიტუტებს:        ევროკომისიის       თავდაცვითი        მრეწველობის
       გენერალურ  დირექტორატს,  ევროპის  საგარეო  ქმედებათა
       სამსახურს  (EEAS),  კრიზისების  მართვისა  და  დაგეგმვის

       დირექტორატს  (CMPD)  და  მუდმივ  საოპერაციო  შტაბს  (OHQs)
       მართვისა  და  კონტროლისთვის  (C2)  სამხედრო/სამოქალაქო
       სტრატეგიულ  დონეზე,  ასევე  ევროკავშირის  საგარეო  საქმეთა
       საბჭოს  ქვედანაყოფებს  –  სამხედრო  კომიტეტი  (EUMC)  და

       თავდაცვის სააგენტო (EDA).

           უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გავლენა ESDP-ზე


              უკრაინა,  რომელიც  რუსეთის  ფედერაციის  მიერ  თავს-
       მოხვეულ  დაუნდობელ  ომში  იბრძვის,  აქტიურად  განიხილავს
       სხვადასხვა  სცენარს  საკუთარი  უსაფრთხოებისთვის  საშუალო
       დროითი  და  გრძელვადიანი  გარანტიების  შესაქმნელად.  ამ

       კუთხით,      განიხილება      უსაფრთხოების         სფეროში      როგორც



       8  PESCO - https://pesco.europa.eu/

                                                                              9
   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15