Page 12 - The European Union and the War on Ukraine
P. 12
კოლექტიური თავდაცვის უფლებაზე, თუ შეიარაღებული
თავდასხმა განხორციელდება გაერო-ს წევრზე).
ამრიგად, ომის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს -
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, სამხედრო თვალსაზ-
რისით, გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი საკითხია და
პასუხგაუცემელ კითხვებს შეიცავს.
დასკვნითი მოსაზრება
უკრაინაში მიმდინარე ომმა, ევროკავშირის საშინაო და
საგარეო პოლიტიკაში შესაძლოა არა ერთი მნიშვნელოვანი
ცვლილებება შეიტანოს:
- ევროკავშირი შეიცვლება საკუთარი თავდაცვისუნარი-
ანობის უზრუნველყოფის კუთხით: კავშირი და მისი წევრები
ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი სამხედრო შესაძლებლობები,
გაზარდონ ურთიერთკოორდინაცია ეროვნული თავდაცვის
პოლიტიკების წარმოებისას. თავდაცვის სფეროში გაძლი-
ერებულმა კოორდინაციამ, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს
ევროკავშირის თავდაცვის ერთიანი კავშირის ზოგიერთი
10
ასპექტის უკვე ამ ეტაპზე ამოქმედება.
- უკრაინის ომმა დაასრულა ათწლეულების განმავლობაში
ევროკავშირის წევრებს შორის არსებული უთანხმოება რუსეთის
ფედერაციისადმი მიდგომის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამიერიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დიდწილად, ექნებათ
ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ
რუსეთს და შეიძლება თუ არა ეს ქვეყანა განხილულ იქნას
ევროკავშირის რაიმე სახის პოლიტიკურ ან/და ეკონომიკურ
10 https://ec.europa.eu/info/publications/white-paper-future-europe_en
11