Page 7 - The European Union and the War on Ukraine
P. 7

ღონისძიებების        თავსებადობის         აუცილებლობას          ნატო-ს
       ქმედებებთან,      რომლებიც       მიმართულია        გლობალური         და
       ტრანსატლანტიკური          უსაფრთხოების         განმტკიცებისკენ.       ამ

       კონტექსტში,  ევროკავშირის  წევრმა  სახელმწიფოებმა  პირველად
       დაუჭირეს  მხარი  ახალი  ინსტრუმენტის  -  „Rapid  Deployment
       Capacity“  ამოქმედებას,  რომელიც  იძლევა  5000-მდე  ჯარისკაცის

       მყისიერი მობილიზების შესაძლებლობას.
              შენიშვნა:  ამჟამად,  ევროკავშირის  სამხედრო  ხარჯები  200
       მილიარდ  ევროს  აღემატება,  რაც  შეადგენს  ევროკავშირის  მშპ-ს
       1,5%-ს.  ხსენებული  200  მილიარდი  ევრო  ოთხჯერ  აღემატება

       რუსეთის  სამხედრო  ბიუჯეტს  და  უტოლდება  ჩინეთის  წლიურ
       სამხედრო  დანახარჯებს.  ევროკავშირის  ხუთი  სახელმწიფო
       ფლობს      ბირთვულ        იარაღს:    საფრანგეთს       აქვს   საკუთარი

       ბირთვული პროგრამა, ხოლო ბელგიის, გერმანიის, იტალიისა და
       ნიდერლანდების  ტერიტორიაზე  განთავსებულია  აშშ-ს  ბირთვუ-
       ლი  არსენალი,  ნატო-ს  „ბირთვული  გაზიარების  პოლიტიკის“
       (Nuclear  Sharing  Policy)  ფარგლებში.  ამრიგად,  ევროკავშირის

       ბირთვული  არსენალი,  შეერთებული  შტატებისა  და  რუსეთის
       შემდეგ,  მსოფლიოში  სიდიდით  მესამეა.  ევროკავშირის  ერთიანი
       აქტიური  სამხედრო  კონტიგენტი  დაახლოებით  1,5  მილიონ
       ჯარისკაცსა და ოფიცერს შეადგენს.


                   რა არის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და
                     თავდაცვის ერთიანი პოლიტიკა (CSDP)?


              1998  წლის  დეკემბერში,  ბრიტანეთის  პრემიერ-მინისტრმა
       ტონი  ბლერმა  და  საფრანგეთის  პრეზიდენტმა  ჟაკ  შირაკმა
       საფრანგეთის  ქალაქ  სენ-მალოში  ხელი  მოაწერეს  შეთანხმებას,


                                                                              6
   2   3   4   5   6   7   8   9   10   11   12