Page 8 - The European Union and the War on Ukraine
P. 8
რომლის მიხედვით ევროკავშირს „უნდა ჰქონდეს ავტონომიური
სამხედრო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობა,
შესაბამისი სამხედრო ძალების მზადყოფნის პირობებში, რაც
გულისხმობს ევროკავშირის უნარს, კრიზისებზე რეაგირების
მიზნით, საჭიროებისამებრ გამოიყენოს საკუთარი სამხედრო
შესაძლებლობები“. ხსენებული შეთანხმება იყო ერთგვარი პასუხი
1990-იანი წლების ბოლოს კოსოვოში განვითარებულ
მოვლენებზე, რამდენადაც, იმ დროს, საერთაშორისო
თანამეგობრობამ ვერ შეძლო ბალკანეთის ომის აღკვეთა.
სენ-მალოს სამიტის შემდეგ, ევროპული საბჭო შეიკრიბა
1998 წლის 11-12 დეკემბერს ქ. ვენაში და ოფიციალურად მოიწონა
ხსენებული ფრანგულ-ბრიტანული შეთანხმება. ამ შეთანხმებამ
ევროკავშირის სახელმწიფოთა მთავრობებს შეუქმნა ხელსაყრელი
პოლიტიკური ფონი, რათა 1999 წლის ივნისში, კიოლნის
ევროპული საბჭოს სამიტზე მხარი დაეჭირათ ევროპული
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP)
ინიცირებისთვის. ამ პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირმა
პირველი მისიები უკვე 2003 წელს მიავლინა მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში.
2009 წლის ლისაბონის ხელშეკრულებამ (რომელმაც
მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ევროკავშირის შესახებ
ხელშეკრულებაში - Treaty on EU) განსაზღვრა CSDP-ის ერთიანი
ჩარჩო . ლისაბონის ხელშეკრულებამ გააუმჯობესა CSDP-ის
6
პოლიტიკური თავსებადობა ევროკავშირის სხვა პოლიტიკებთან.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის
6 ლისაბონის ხელშეკრულებამ ევროპის უსაფრთხებისა და თავდაცვის
პოლიტიკა (ESDP) გარდაქმნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიან
პოლიტიკად (CSDP).
7