Page 5 - The European Union and the War on Ukraine
P. 5
დაფინანსება „ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის“ (European
4
Peace Facility) გამოყენებით .
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანი რეაქცია რუსეთის
აგრესიაზე, თავისი მყისიერი ხასიათით, ასევე მასშტაბებითა და
ეფექტიანობით, დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მრავალი
ქვეყნისთვის ევროკავშირის მიღმა, უპირველეს ყოვლისა კი -
კრემლისთვის.
პირველად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არა მხოლოდ
ერთიანი პოზიცია ჩამოაყალიბეს რუსეთის მიმართ, არამედ
დაიწყეს მხარდამხარ მუშაობა აგრესორი ქვეყნის მოქმედებების
საპასუხოდ: პოლონეთი გადაიქცა ერთგვარ "ლოჯისტიკურ
კვანძად" უკრაინაში იარაღის მისაწოდებლად; სადაზვერვო
ინფორმაციის გაზიარებისა და კიბერ-თავდაცვის სფეროში
ევროკავშირის სატელიტური სისტემების დახმარებამ უკრაინის
თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა;
ევროკავშირის ათიათასობით მოქალაქე მოხალისედ ჩაეწერა რუსი
დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად - ბელგიელი,
ფრანგი, იტალიელი, ლატვიელი, ლუქსემბურგელი და შვედი
სამხედრო გამოცდილების მქონე მებრძოლები უკრაინის
დასახმარებლად ომის ზონაში ჩავიდნენ; ევროკავშირის
ზოგიერთმა მთავრობამ, როგორიცაა დანიისა და შვედეთის
მთავრობა, საკუთარ მოქალაქეებს ნება დართო, რომ
შეერთებოდნენ ანტირუსულ დანაყოფებს უკრაინაში ; ფინეთი და
5
შვედეთი სერიოზულად განიხილავენ ნატო-ში გაწევრიანებას,
რითაც შეცვლიან ათწლეულების განმავლობაში შენარჩუნებულ
სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკას; გერმანია გეგავს
4 https://ec.europa.eu/fpi/what-we-do/european-peace-facility_en
5 https://euobserver.com/world/154476
4