Page 3 - The European Union and the War on Ukraine
P. 3

ან  რამდენად  დაუცველია  ევროპა  სამხედრო  თვალსაზრისით?
       უკანასკნელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ წარსულს ჩაბარდა დრო,
       როდესაც      ევროკავშირის       არა    ერთი     წევრი     სახელმწიფო

       ეწინააღმდეგებოდა        ევროკავშირის       უსაფრთხოების         ერთიან
       პოლიტიკას, რადგან თვლიდა, რომ აშშ-მ ევროპის უსაფრთხოება
       ნატო-ს მეშვეობით მუდმივად უნდა უზრუნველყოს.

              შესაბამისად,  ევროკავშირი  იძულებულია  უპასუხოს  ამ
       გამოწვევას და გადადგას  განსაკუთრებული  ნაბიჯები, რომელთა
       უმრავლესობას,       როგორც       ქვემოთ     ვნახავთ,     ევროკავშირმა
       პირველად მიმართა.

              მიმდინარე       პროცესს,      მრავალი      ანალიტიკოსი        და
       პოლიტიკოსი         „ევროპის      გეოპოლიტიკურ          გამოღვიძებად“
       აღიქვამს.     ევროპაში      ჩატარებული        ბოლო      გამოკითხვები

       ცხადყოფს,       რომ      ევროპის      მოქალაქეები        უფრო       მეტ
       კონსოლიდაციას  ავლენენ  უკრაინის  ომის  საკითხზე,  ვიდრე
       ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობა.
              პირველად,  ევროპელი  მოქალაქეების  მნიშვნელოვანი

       უმრავლესობა  ევროკავშირისგან  და  შესაბამისი  მთავრობებისგან
       ითხოვს  ქმედითი  გადაწყვეტილებების  მიღებას  და  გადამჭრელ
       ნაბიჯებს  -  ტრადიციულად,  პირიქით  ხდება  და  სწორედ
       ევროკავშირი ცდილობს დაარწმუნოს ევროპელები ევროკავშირის

       სხვადასხვა      ინიციატივების        სისწორეში        და     ცდილობს
       ევროკავშირის  მოქალაქეების  მხარდაჭერის  მოპოვებას  თავისი
       ინიციატივების  მიმართ.  როგორც  ჩანს,  უკრაინაში  წარმოებულ
       ომს  ევროპელები  ცალსახად  აღიქვამენ  როგორც  არა  მხოლოდ

       უკრაინის,  არამედ  ევროპის  უსაფრთხოების  პრობლემად  და
       სურთ,  რომ  NATO-მ  და  ევროკავშირმა  ქმედითუნარიანად
       უპასუხონ მიმდინარე სამხედრო კრიზისს.


                                                                              2
   1   2   3   4   5   6   7   8