Page 2 - The European Union and the War on Ukraine
P. 2
ევროკავშირი და ომი უკრაინაში
ევროკავშირი - ახალი სამხედრო ძალა
მიმდინარე ეტაპზე, ევროკავშირს უაღრესად რთული და
გამოწვევებით აღსავსე პერიოდი უდგას. წლების განმავლობაში,
ევროკავშირი ფოკუსირებული იყო უკეთ ორგანიზებული, უფრო
დემოკრატიული და განვითარებული ევროპის შექმნაზე,
ევროკავშირის მოქალაქეების მეტი კეთილდღეობის მიღწევაზე.
ამჟამად კი, ევროკავშირს უწევს თავის უშუალო სამეზობლოში
სრულმასშტაბიან ომთან გამკლავება. 2022 წელს დაწყებული
დაუნდობელი ომი, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო
ომის დასრულების შემდეგ არ უნახავს, ევროკავშირის საზღვრებს
შიგნით გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს. საბედნიეროდ,
კრემლის სამხედრო ავანტიურამ გამოავლინა ევროკავშირის
წევრებს შორის ურთიერთქმედების მოულოდნელად მაღალი
დონე და ცხადყო, რომ ევროპელების გამაერთიანებელი
ფაქტორები ბევრად აღემატება იმ წინააღმდეგობრივ საკითხებს,
რომლებიც ევროპულ სახელმწიფოებს ერთმანეთისაგან ყოფს და
ევროკავშირის ფარგლებში კონსოლიდაციას უშლის ხელს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, ევროპაში ომი აღარ არის
წარმოუდგენელი მოვლენა. შესაბამისად, ევროკავშირს
1
პირველად უწევს პასუხის გაცემა კითხვაზე: რამდენად მედეგია,
1 ფრაზა “the use of force is unthinkable...” ევროპის უსაფრთხოებისა და
თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებში (მაგ.
https://www.osce.org/cio/74236) გამოყენებულ ე.წ. „კლიშეს“ და ევროპაში
სამხედრო დაპირისპირების გამორიცხვისადმი ვალდებულებას წარმოადგენს.
ამ ფრაზას ევროკავშირიც იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებების ტექსტებში.
1