Page 7 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 7
მოქალაქეებს შორის ერთიანი ევროპული იდენტობის
განმტკიცების ღონისძიებები.
ფუნდამენტური ფასეულობების,
ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა:
- ევროკავშირმა უნდა გააფართოვოს თავისუფალი სავაჭრო
შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი ამ შეთანხმებებში ე.წ.
ვაჭრობის მდგრადი განვითარების ღონისძიებების დებულებათა
შესრულების კუთხით (Trade Sustainable Development chapters
9
(TSD) in EU Free Trade Agreements (FTA) , ხოლო დებულებათა
დარღვევის შემთხვევაში, განიხილოს ხელმომწერ მხარეთა
სანქცირების მექანიზმის გამოყენება.
- პრეფერეციული სავაჭრო რეჟიმის მინიჭებისას,
ევროკავშირმა უნდა განახორციელოს პარტნიორ ქვეყნებში
ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული
მდგომარეობის მონიტორინგი და შეწყვიტოს ამგვარი უპირატესი
სავაჭრო რეჟიმის მოქმედება შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის
შემთხვევაში.
- უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოებზე, მთავრობებზე,
ჯგუფებზე, ორგანიზაციებზე და ინდივიდებზე ევროკავშირის
სანქციების შემოღების მექანიზმები, ფუნდამენტური
პრინციპების, შეთანხმებებისა და კანონების დარღვევის
შემთხვევაში.
9 ამ სახის დებულებებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაც
(ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით)
მოიცავს.
6