Page 8 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 8

-      ევროკავშირის  ხელშეკრულებებში  (EU  Treaties)  ასახული
       ფასეულობებისა  და  პრინციპების  პატივისცემა  არის  ევრო-
       კავშირში  გაწევრიანებისა  და  ევროკავშირის  წევრობის  უდავო

       პირობა.  ევროკავშირის  გაფართოებამ  არ  უნდა  დააზიანოს
       ევროკავშირის  კანონმდებლობა  და  პრინციპები,  რომელიც
       ფუნდამენტურ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებებს ეხება.

       -      უნდა     გაძლიერდეს       კანონის     უზენაესობის       კუთხით
       აღებული  ვალდებულებების  შესრულების  მონიტორინგი,  რათა
       ბენეფიციარმა      ქვეყნებმა    დაიცვან      ფინანსური      დახმარების
                                                                           10
       მიღებისთვის აუცილებელი კანონის უზენაესობის პრინციპები .
       -      ევროკავშირმა  უნდა  ჩამოაყალიბოს  უფრო  ეფექტიანი
       პოლიტიკა ავტოკრატული და ჰიბრიდული რეჟიმების მიმართ და
       უნდა  განავითაროს  პარტნიორობა  ასეთი  ქვეყნების  სამოქალაქო

       საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
       -      უნდა  გაიზარდოს  ევროკავშირის  საარჩევნო  სადამკვირ-
       ვებლო მისიების რესურსები.


                           თავდაცვა და უსაფრთხოება:

       -      ევროკავშირის  თავდაცვის  პოლიტიკა  უნდა  წარიმართოს
       ე.წ.    „სტრატეგიული          კომპასის“      მიხედვით,        რომელიც

       ევროკავშირის  საბჭოს  2022  წლის  21  მარტის  სხდომაზე
       დამტკიცდა .
                    11

       10  https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/Positionpaper/mobile/
       11   უკრაინაში  გაჩაღებულმა  ომმა  უბიძგა  ევროკავშირს,  რომ  დაეწყო

       თავდაცვითი    შესაძლებლობების     ინსტიტუციური      და   სამართლებრივი
       ჩარჩოების    განმტკიცება.   ე.წ.   „სტრატეგიული     კომპასი“,   როგორც
       უსაფრთხოებისა  და  თავდაცვის  სფეროში  ევროკავშირის  სამოქმედო  გეგმა,
                                                                              7
   3   4   5   6   7   8   9   10   11   12   13