Page 11 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 11

დასკვნითი კომენტარი

              ევროპის  მომავლის  შესახებ  ინიცირებული  საერთო-

       ევროპული         დისკუსიები        განსაზღვრავენ         ევროკავშირის
       განვითარების       მთავარ      ტენდენციებს.       ეს     ტენდენციები,
       უპირველეს ყოვლისა, ფასდება იმ თვალსაზრისით, იგეგმება თუ

       არა  ნაბიჯების  გადადგმა  ევროკავშირის  შიდა  ინტეგრაციის
       გასაღრმავებლად             და         ევროკავშირის           შემდგომი
       „ფედერალიზაციისაკენ“.  ამ  თვალსაზრისით,  თუ  ევროკავშირის
       ინსტიტუტებმა ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები  დაამტკიცეს

       და მათ ხორცი შეესხა, ცალსახად მივიღებთ ევროპის ისტორიაში
       დღემდე        ყველაზე        უფრო         კონსოლიდირებულ             და
       სუპრანაციონალურ  ევროკავშირს.  რეკომენდაციებში  მოცემული

       ნაბიჯები       ევროკავშირის         გადაწყვეტილებების          მიღების
       უფლებამოსილების             სიმძიმეს        ცალსახად         გადახრის
       სუპრანაციონალური ინსტიტუტების სასარგებლოდ, კიდევ უფრო
       შეზღუდავს       ევროკავშირის       წევრი     ქვეყნების     სუვერენულ

       კომპეტენციებს,  მნიშვნელოვნად  მიუახლოვებს  ევროკავშირს
       უნიფიცირებული ევროპის შექმნის ისტორიულ მიზანს.
              იმ  შემთხვევაში,  თუ  უკრაინას,  საქართველოსა  და
       მოლდოვას, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების  საპასუხოდ,

       კანდიდატის  სტატუსი  მიენიჭათ,  ამ  ქვეყნებს  შესაძლოა,
       მნიშვნელოვნად          შეცვლილ         ევროკავშირთან         მოუწიოთ
       გაწევრიანების  მოლაპარაკებების  წარმოება,  ევროპის  მომავლის
       შესახებ  კონფერენციის  ზემოთ  მოყვანილი  რეკომენდაციების

       განხორციელების შემთხვევაში.




                                                                             10
   6   7   8   9   10   11   12   13   14   15   16