Page 9 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 9
- ევროკავშირის გაერთიანებულმა სამხედრო შენაერთებმა,
რომლებიც გამოყენებული იქნება თავდაცვის მიზნით, უნდა
იმოქმედონ იმგვარად, რომ არ მოახდინონ ნატო-ს ძალების
ქმედებების დუბლირება, ასევე არ უნდა შექმნან ნატო-ს ძალებთან
კონკურენციის ვითარებები.
- ევროკავშირმა უნდა განავითაროს იმგვარი ოპერატიული
სამხედრო შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს,
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) 42-ე მუხლის მე-7
პუნქტის შესაბამისად, დახმარების აღმოჩენას ევროკავშირის
წევრი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მესამე ქვეყნის მხრიდან
12
თავდასხმის შემთხვევაში .
ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 21 მარტის სხდომაზე დამტკიცდა.
„სტრატეგიული კომპასის“ მიზანია, ევროკავშირი გახდეს უფრო
ქმედითუნარიანი „ევროპის მოქალაქეების დასაცავად და საერთაშორისო
მშვიდობის უზრუნველყოფაში წვლილის შესატანად“. ამავე საბჭოს სხდომაზე
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პირველად დაუჭირეს მხარი ახალი
ინსტრუმენტის - „Rapid Deployment Capacity“ ამოქმედებას, რომელიც იძლევა
5000-მდე ჯარისკაცის მყისიერი მობილიზების შესაძლებლობას.
12 ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის
მიხედვით, „თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო მის ტერიტორიაზე
განხორციელებული შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლია, სხვა წევრ ქვეყნებს
ეკისრებათ მისთვის დახმარების (Aid and Assistance) აღმოჩენის ვალდებულება,
მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით (!), გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის
12
შესაბამისად“ (გაერო-ს წესდების 51-ე მუხლი საუბრობს ინდივიდუალური ან
კოლექტიური თავდაცვის უფლებაზე, თუ შეიარაღებული თავდასხმა
განხორციელდება გაერო-ს წევრზე).
8