Page 4 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 4

შიდა-ინტეგრაციასა  და  კოსოლიდაციას,  სუპრანაციონალიზმის
       გაძლიერებას  ევროკავშირის  ინსტიტუტების  უფლებამოსილე-
       ბების გაფართოების გზით, ევროპული იდენტობის განმტკიცებას,

       ევროკავშირის  შემდგომ  დემოკრატიზაციას  და  ა.შ.  ასევე
       გასათვალისწინებლია,  რომ  რეკომენდაციების  ჩამოყალიბებაზე
       დიდი გავლენა უკრაინაში მიმდინარე ომმაც იქონია.

              ქვემოთ  წარმოგიდგენთ  ევროპის  მომავლის  შესახებ
       კონფერენციის  იმ  რეკომენდაციებს,  რომლებიც,  ჩვენი  აზრით
       განსაკუთრებით  საყურადღებოა,  ვინაიდან  მათი  შესრულება
       პირდაპირ  გავლენას  იქონიებს  მომავალ  ევროკავშირზე.  ჩვენს

       მიერ    შერჩეული       რეკომენდაციები        დავაჯგუფეთ        თემების
       მიხედვით,  რათა  ევროკავშირის  კონკრეტულ  სფეროზე  მათი
       ჯამური გავლენა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო.


                       ინსტიტუციონალური საკითხები და
                          ევროკავშირის ფუნქციონირება:


       -      ევროკავშირმა           უნდა          შეძლოს           ეფექტიანი
       გადაწყვეტილებების  სწრაფად  მიღება,  კერძოდ,  ევროკავშირის
       ერთიანი  საგარეო  და  უსაფრთხოების  პოლიტიკის  (CFSP)
       ფარგლებში.  CFSP-ის  გადაწყვეტილებები,  რომელებიც  მიიღება

       კონსენსუსის      წესით,    მიღებულ       უნდა     იქნას    ე.წ.   დიდი
       უმრავლესობით ,  ევროკავშირში  ახალი  წევრების  მიღების
                        3
       საკითხის გარდა.



       3   ევროკავშირის  საბჭოში  გადაწყვეტილებების  დიდი  ორმაგი  უმრავლესობით
       დამტკიცება ნიშნავს, რომ საკითხს მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირის წევრი
       ქვეყნების, მინიმუმ 55%-მა (27 წევრიდან 15-მა) იმ პირობებში, რომ მხარდამჭერი
       ქვეყნების მოსახლეობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის არანაკლებ 65%-ს
                                                                              3
   1   2   3   4   5   6   7   8   9