Page 3 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 3
ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციაში ჩართული
იყვნენ ევროკავშირის ინსტიტუტები, ევროკავშირის წევრი
ქვეყნების მთავრობები, რეგიონული და ადგილობრივი
თვითმმართველობები, მოქალაქეები, საზოგადოებრივი და
პროფესიული გაერთიანებები. კონფერენციამ უნდა განსაზღვროს
ევროკავშირის განახლებული პრიორიტეტები და ევროკავშირის
ადმინისტრირების ახალი გზები, ევროკავშირის უფრო მტკიცე,
ეფექტიან და დემოკრატიულ ერთობად ჩამოსაყალიბებლად.
კონფერენცია, რომელიც 2021 წლის 9 მაისს დაიწყო და
ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2022 წლის 9 მაისს
დასარულდა. კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე, ქ.
სტრასბურგში, კონფერენციის აღმასრულებელი საბჭოს
თანათავმჯდომარეებმა - გ. ფერჰოვშტადმა (ევროპარლამენტარი,
1999-2008 წლებში ბელგიის პრემიერ-მინისტრი), კ. ბონემ
(საფრანგეთის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი), დ.
შუიცამ (ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი დემოკრატიისა და
დემოგრაფიის საკითხებში) ევროპარლამენტის პრეზიდენტს
რობერტა მაცოლას, ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელ
თავმჯდომარეს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და
ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს გადასცეს
ევროკავშირის შემდგომი განვითარების 49 რეკომენდაცია ,
2
რომლებიც, შესაბამისი განხილვის შემდეგ ევროკავშირის
ინსტიტუტებმა უნდა დაამტკიცონ.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული რეკომენდაციები
ევროკავშირის ადმინისტრირებაში ძალზე მნიშვნელოვანი
ცვლილებების შეტანას ითვალისწინებენ. რეკომენდაციების
რეალიზაცია ცალსახად მისცემს ბიძგს ევროკავშირის შემდგომ
2 https://futureu.europa.eu/?locale=en
2