Page 10 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 10
ეკონომიკის სფერო:
- უნდა შემცირდეს ევროკავშირის დამოკიდებულება
სხვადასხვა პროდუქციის მიმწოდებლების იმ მცირე ჯგუფზე,
რომლებიც არასაიმედო და რისკის შემცველი არიან.
- ევროკავშირმა უნდა გაზარდოს ეკონომიკის სტრატეგიულ
სფეროებში ინვესტიციები და უზრუნველყოს პროდუქციისა და
მომსახურების მიწოდების ქსელების მედეგობა სხვადასხვა
გამოწვევის მიმართ.
- უნდა მოხდეს ევროკავშირის ერთიანი შიდა ბაზრის
განმტკიცება და მისი ფუნქციონირების შემდგომი დახვეწა.
- ევროკავშირმა უნდა მიიღოს ენერგიის ავტონომიურად
გამომუშავების სტრატეგია. უნდა შეიქმნას ევროკავშირის ახალი
სამსახური, რომელმაც უნდა გააერთიანოს ევროპული
13
ენერგეტიკული სააგენტოები .
- ევროკავშირმა უნდა განავითაროს მაღალსიჩქარიანი
სარკინიგზო სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო ქსელი,
გააფართოვოს მზისა და ქარის ენერგიის წარმოება, ასევე
გაზარდოს წყალბადისა და ნარჩენების გადამუშავებით
მიღებული ენერგიის მწარმოებელი საწარმოების რაოდენობა.
- ევროკავშირმა უნდა შექმნას იმპორტირებული
ენერგორესურსების შესყიდვის ერთიანი სისტემა.
13 https://energy.ec.europa.eu/topics/international-cooperation/international-
organisations-and-initiatives_en
9