Page 2 - Conference on the Future of Europe -Beginning of a New European Union?
P. 2
კონფერენცია ევროპის მომავლის შესახებ -
ახალი ევროკავშირის დასაწყისი ?
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა
ევროკავშირის საშინაო და საგარეო დღის წესრიგი
ფუნდამენტურად შეცვალა და დღესდღეობით, ევროპა მის
აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის სამხედრო აგრესიის შეკავებას
ცდილობს.
სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს წარმომადგენლობის 2022 წლის
14 თებერვლის ანალიტიკურ დოკუმენტში: „მოსაზრება -
კონფერენცია ევროპის მომავლის შესახებ“ , აღვნიშნეთ, რომ
1
უკრაინაში მიმდინარე ომმა დიდწილად „გადაფარა“ ისეთი
მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიცაა ევროკავშირში მიმდინარე
საერთო-ევროპული დისკუსია - „კონფერენცია ევროპის
მომავლის შესახებ“, რომელსაც უაღრესად მაღალი მიზანი -
ევროკავშირის მომავლის განსაზღვრა აქვს დასახული.
ხსენებულ ანალიტიკურ დოკუმენტში ასევე განვმარტეთ,
რომ მსგავსი საერთო-ევროპული განხილვები, ე.წ.
მთავრობათაშორისი კონფერენციის (Intergovernmental Conference)
ფორმით, ბოლო პერიოდში გაიმართა 2004, 2007 და 2016 წლებში -
თავდაპირველად, ევროკავშირის ერთიანი კონსტიტუციის
შესამუშავებლად, შემდგომ, ევროკავშირის ერთიანი
კონსტიტუციის რატიფიკაციის პროცესის ჩაშლის გამო, ხოლო
2016 წელს, „ბრექსიტის“ შესახებ რეფერენდუმის შედეგების
კვალდაკვალ.
1 https://worldpresence.eplo.int/wp-content/flipbooks/Conf-
FutureEU/mobile/index.html
1