წინასიტყვაობა

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization-EPLO) არის 2007 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მთავარ მისიას წარმოადგენს, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ევროპული ფასეულობების განმტკიცება, ევროპის საჯარო სამართლის (საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები) პრინციპებისა და საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა.

საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა. 2018 წელს დაიწყო ქ. თბილისში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების სამუშაოები, რომლებიც 2021 წლის 1 აგვისტოს წარმომადგენლობის ოფიციალური ინაუგურაციით დასრულდა. საქართველოს მთავრობამ და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციამ ქ. თბილისში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების გადაწყვეტილება მიიღეს ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანების ხელშემწყობი, ინსტიტუციონალიზებული საგანმანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნის მიზნით. წარმომადგენლობა, საქართველოს გარდა, ფარავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.

EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ შედგენილი ცნობიერების ამაღლების პროგრამა იძლევა ევროკავშირის შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც, საჭიროა ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის, მისი ინსტიტუციონალური მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის გასააზრებლად.