დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
აკადემიური ხარისხი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დიპლომატიის მაგისტრი

განათლება:

2003 – 2005: ლუიზიანის (აშშ), ლაკრუზის უნივერსიტეტი (Bay, St. Louis, MS, USA)
სამეცნიერო ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი, პოლიტიკური მეცნიერებები (დისტანციური სწავლება)

2000 – 2002: ხმელთაშუაზღვის დიპლომატიური აკადემია (Mediterranean Academy of Diplomatic studies; Malta)
სამეცნიერო ხარისხი: დიპლომატიის მაგისტრი

1987 – 1993: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი: თეორიული ფიზიკის ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება:

2020-დღემდე: ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული ოფისის დირექტორი, თბილისი, საქართველო
2015 -2020: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში (ქ. ათენი)
2014 – 2015: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი
2013-2014: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროსაბჭოს სამმართველოს უფროსი
2009 – 2013: ეუთო-ში (OSCE) საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი (ქ. ვენა)
2008 – 2009: რუმინეთსა და მოლდოვაში საქართველოს საელჩოს საქმეთა რწმუნებული/უფროსი მრჩეველი/კონსული (ქ. ბუქარესტი)
2006 – 2008: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2002 – 2006: ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩეველი (ქ. ბრიუსელი)
1998 – 2002: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე/მეორე მდივანი/ატაშე

აკადემიური გამოცდილება:
– კანადის მანიტობას უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი (The University of Manitoba, Canada).
– ვებსტერის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი (Honorary Faculty, Webster University, Athens Campus).
– საბერძნეთის პირეოსის უნივერსიტეტის მკვლევარი (The University of Piraeus )
– კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
– ევროპის სამართლისა და მმართველობის სკოლის (ELGS) ლექტორი

უცხო ენები: ინგლისური, რუსული – სრულყოფილად;
ფრანგული – საბაზისო

საჯარო სამსახურში, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება.
• 1998-2000 წლებში დაიწყო მუშაობა საქართველოს ვაჭრობისა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დეპარტამენტში, სპეციალისტის თანამდებობაზე.
• 2000-2004 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
• 2004-2017 წლებში მუშაობდა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელის და სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოზიციებზე.
• 2017 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკაშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.
• 2021 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
• ეკონომისტი, ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც მიენიჭა 2006 წელს (სამეცნიერო დისერტაცია თემაზე „საქართველო ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები“).
• სახელმწიფო სამსახურის პარალელულად, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. არის ALTE-ს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც 2021 წლიდან კითხულობს ლექციებს საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე „ევროპული ინტეგრაციის“ მიმართულებით.
• არის საქართველო-ევროკაშირის ურთიერთობების თემაზე 12 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.