პროგრამების მნიშვნელოვანი ელემენტები:

– პროგრამას უძღვებიან ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი, ელჩი იოსებ ნანობაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი.
– პროგრამები ქართულენოვანი და დისტანციურია, რაც დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო პროგრამის ღონისძიებებში ნებისმიერი ხელსაყრელი ადგილიდან ჩაერთონ.
– პროგრამების მონაწილეები შეძლებენ მოიპოვონ მონაწილის სერტიფიკატი – “Certificate of Participation”, ან კომპეტენციის სერტიფიკატი – “Certificate of Competence”: კომპეტენციის სერტიფიკატის მოსაპოვებლად მონაწილემ უნდა ჩააბაროს ტესტი (ტესტი დისტანციურია. ტესტი ბარდება განვლილი მასალის შესახებ კითხვებზე სწორი პასუხების შემოხაზვის გზით (multiple choice questions – MCQ). ტესტირების გავლის მსურველი პროგრამის კოორდინატორისგან იღებს უნიკალურ ელექტრონულ კოდს, რომლის მეშვეობითაც იგი შეაღწევს სატეტსო სისტემაში და მონიშნავს მისი აზრით სწორ პასუხებს. ტესტისთვის განკუთვნილი ვადის გასვლის შემდეგ, სატესტო სისტემა ავტომატურად დაიხურება, ხოლო ტესტის შედეგები მონაწილის ელექტრონულ მისამსართზე ასევე ავტომატურად გაიგზავნება.
– ტესტირება ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს დამატებით გადასახადს. ყველა ის მონაწილე, რომელსაც არ სურს ტესტირების გავლა, მიიღებს მონაწილის სერტიფიკატს (“Certificate of Participation”).
– პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები უნდა გაიგზავნოს mchkareuli@eplo.int
– დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ, ან სამივე შემოთავაზებულ პროგრამაზე.
– თითოეულ პროგრამაში მონაწილეობის ღირებულებაა 300 ლარი.