– პროგრამის შემადგენელი ნაწილებია: სალექციო სესია, კითხვა-პასუხის სესია, პრაქტიკული სიმულაცია, დისკუსია-განხილვა, ტესტი.
– ლექციები ინტერაქტიულია და მასში გამოყენებულია PowerPoint პრეზენტაციები, აქტუალური ფოტო-ვიდეო და სხვა სახის მასალა. სალექციო პრეზენტაციები მიეწოდება ყველა მონაწილეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, განიახლოს ცოდნა ზოგიერთ სპეციფიურ საკითხზე, ასევე მოემზადოს სასერტიფიკატო ტესტირებისთვის.
– პროგრამების ყოველი მონაწილე უფასოდ მიიღებს ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) რეგიონული წარმომადგენლობის მიერ გამოცემულ ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) სახელმძღვანელოს – „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ (“Seven steps for comprehending the European Union”). სახელმძღვანელო წარმოადგენს ვრცელ მაღალპროფესიულ წყაროს ყველა იმ პირისთვის, ვისაც უწევს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ასპექტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ყოველდღიური საქმიანობის, კვლევისა თუ სწავლის პროცესში.
– პროგრამების ყოველ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სემინარ-დისკუსიაში: „ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება მიხეილ მუსხელიშვილის არადოგმატური ფედერალიზმის კონცეფციის მიხედვით“. ღონისძიება ფოკუსირებულია ევროკავშირის სუპრანაციონალური ხასიათის ფილოსოფიური, სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძვლების განმარტებაზე, ქართული წარმოშობის ფრანგი კონსტიტუციონალისტისა და საერთაშორისო სამართლის ვირტუოზი სპეციალისტის მიხეილ მუსხელიშვილის (Michel Mouskheli) ნაშრომების “L’Europe face au fédéralisme” (1949) და “Confédération et fédération – l’antithèse“ (1952) მიხედვით. დისკუსიის თემები არ შედის პროგრამის ტესტირების საკითხებში.