Page 6 - Position Paper
P. 6

ფორმალური  პერსპექტივა)  ქვეყნებისთვის,  ასევე  ევროპის
       სამეზობლო  პოლიტიკაში  ჩართული  სახელმწიფოებისთვის,  მათ
       შორის საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის.

              მაკროფინანსური  დახმარება  მიემართება  ბენეფიციარი
       ქვეყნების ცენტრალურ ბანკებში და მთავრობას აქვს ამ რესურსის
       საკუთარი  შეხედულებისამებრ  გამოყენების  შესაძლებლობა,

       იქნება  ეს  სავალუტო  რეზერვის  შევსება,  ეროვნული  ვალუტის
       გამყარება, სახელმწიფო ბიუჯეტის დახმარება თუ სხვა.
              მაკროფინანსური              დახმარება             ევროკავშირის
       გადაწყვეტილების  მიღების  ე.წ.  ჩვეულებრივი  საკანონმდებლო

       პროცედურით  მტკიცდება,  ანუ  ევროკომისიის  მიერ  წარდგენილ
       ინიციატივას      ევროპარლამენტი         და     ევროკავშირის       საბჭო
       ერთობლივად ამტკიცებენ.

              პარტნიორი  ქვეყნებისთვის  მაკროფინანსური  დახმარების
       გაწევის  ძირითად  საკანონმდებლო  საფუძველს  წარმოადგენს
       ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (Treaty
       on  the  Functioning  of  the  European  Union  -  TFEU)  212-ე  და  213-ე

       მუხლები.
              ამ       საკანონმდებლო           დებულებებს           ეყრდნობა
       ევროპარლამენტისა  და  ევროკავშირის  საბჭოს  2011  წლის
       რეგულაცია              (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/

       ?uri=celex:52011PC0396),  მესამე  ქვეყნებისთვის  (მათ  შორის
       საქართველოსთვის)         მაკროფინანსური        დახმარების       გაწევის
       შესახებ.  დოკუმენტი  აწესებს  პოლტიკურ  წინაპირობებს  (Political
       pre-conditions),  რომლებიც  ამ  დახმარების  მიმღებმა  ქვეყნებმა

       უნდა დააკმაყოფილონ. ამ  წინაპირობათაგან  ერთ-ერთი  მთავარი
       სწორედ კანონის უზენაესობის დაცვაა.




                                                                              5
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10   11