Page 5 - Position Paper
P. 5

აღმოსაფხვრელად  მობილიზებული  750  მილიარდი  ევრო)
       კანონის  უზენაესობის  პრინციპის  დაცვის  უზრუნველყოფის
       პირობით       გაცემას,     2020     წლის      ბოლოს        ხანგრძლივი

       მოლაპარაკებების         შედეგად       დასრულდა.          ევროკავშირის
       ინსტიტუტებმა  და  წევრმა  ქვეყნებმა  დაამტკიცეს  ახალი
       საკანონმდებლო  აქტი,  რეგულაცია  „კანონის  უზენაესობის

       წინაპირობის  შესახებ“  -  Rule  of  Law  Conditionality  Regulation.
       რეგულაცია  უფლებას  ანიჭებს  ევროკომისიას,  ევროკავშირის
       რომელიმე  წევრი  ქვეყნის  მხრიდან  კანონის  უზენაესობის
       პრინციპის  საწინააღმდეგო  ქმედების  საპასუხოდ,  შეუჩეროს

       ფინანსური         დახმარების        ინსტრუმენტები           (https://eur-
       lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=uriserv:
       OJ.LI.2020.433.01.0001.01.ENG&toc=OJ:L:2020:433I:TOC).


       მაკროფინანსური დახმარების პოლიტიკური წინაპირობები

              ზემოთ  აღწერილი  სურათი  გვაძლევს  იმ  დასკვნის

       გაკეთების  საფუძველს,  რომ  ევროკავშირი  კანონის  უზენაესობის
       დაცვას პრიორიტეტულ ყურადღებას უთმობს როგორც კავშირის
       შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. კანონის უზენაესობის დაცვის
       კუთხით პრობლემის შექმნის შემთხვევაში კი, არა სპონტანურად,

       არამედ     ევროკავშირის       კანონმდებლობისა         და    შესაბამისი
       რეგულაციების მიხედვით მოქმედებს.
              ევროკავშირის  მაკროფინანსური  დახმარება,  რომელიც  ამ
       დოკუმენტის       დასაწყისში      ვახსენეთ,     პარტნიორ       ქვეყნებში

       საბიუჯეტო პრობლემების გადაჭრის ხელშესაწყობად შეიქმნა. იგი
       განკუთვნილია  ევროკავშირის  კანდიდატი  და  პოტენციური
       კანდიდატი  (რომელთაც  აქვთ  ევროკავშირში  გაწევრიანების


                                                                              4
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10