Page 3 - Position Paper
P. 3

ამასთან      დაკავშირებით         ქართულ         საზოგადოების
       ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პასუხგაუცემელია კითხვა: იყო
       თუ      არა      ევროკავშირის        გადაწყვეტილება          ერთგვარი

       „სადამსჯელო“        ღონისძიება?       როგორც       ქვემოთ      ვნახავთ,
       ევროკავშირის       ხსენებული      გადაწყვეტილება         ევროკავშირის
       მოქმედ  კანონმდებლობასა  და  დამკვიდრებულ  პრაქტიკას

       ეყრდნობა.
              ზემოთ       მოყვანილ      კითხვაზე       პასუხის      გასაცემად
       მნიშვნელოვანია  განვიხილოთ,  თუ  რამდენად  ეფექტიანად
       რეაგირებს  ევროკავშირი  კანონის  უზენაესობის  პრობლემებზე

       თავად  ევროკავშირის  წევრ  ქვეყნებში.  ამ  გზით,  ბუნებრივია,
       შესაძლებელი იქნება ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებების ახსნა,
       რომლებსაც  პარტნიორი  არაწევრი  ქვეყნების  მიმართ,  კანონის

       უზენაესობის საკითხთან დაკავშირებით იღებს.

       ევროკავშირის ძირითადი და ე.წ. „მეორადი“ კანონდებლობა
       კანონის უზენაესობის შესახებ


              ევროკავშირის  შესახებ  ხელშეკრულების  მე-7  მუხლი
       (ცვლილება        განხორციელდა          2009      წელს       ლისაბონის
       ხელშეკრულების  ძალაში  შესვლით)  განსაზღვრავს  მექანიზმს,

       რომელიც        გამოიყენება      ევროკავშირის         წევრების      მიერ
       ევროკავშირის  ფუნდამენტური  ფასეულობების,  მათ  შორის,
       კანონის     უზენაესობის      პრინციპის      დარღვევის       საპასუხოდ
       (https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%

       3A12012M007).      მე-7     მუხლის      ამოქმედება       ორ     ეტაპად
       ხორციელდება:




                                                                              2
   1   2   3   4   5   6   7   8