Page 4 - Position Paper
P. 4

ჯერ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირის საბჭოში
       (წევრი  ქვეყნების  დარგობრივი  მინისტრების  ფორმატი)  უყრიან
       კენჭს, არსებობს თუ არა ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის

       მხრიდან კანონის უზენაესობის დარღვევის რეალური რისკი. ასეთ
       გადაწყვეტილებას        ევროკავშირის      საბჭოს     წევრების     ოთხი-
       მეხუთედის თანხმობა სჭირდება.

              შემდეგ,     ევროპულმა       საბჭომ     (ევროკავშირის       წევრი
       ქვეყნების  პრეზიდენტების  და  პრემიერ-მინისტრების  ფორმატი),
       ერთხმად,      ანუ    კონსენსუსით        უნდა     გადაწყვიტოს,       რომ
       ევროკავშირის  აღნიშნული  წევრი  ქვეყნის  მხრიდან  მართლაც

       ხორციელდება  ისეთი  ქმედება,  რომელიც  არღვევს  კანონის
       უზენაესობის პრინციპს. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
       კი,  ევროკავშირის  საბჭოს  აქვს  უფლება,  დიდი  უმრავლესობით

       (წევრი  ქვეყნების  რაოდენობის  55%,  რომლებიც  წარმოადგენენ
       ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ს), დამრღვევი ქვეყნის
       მიმართ  დააწესოს  კონკრეტული  სანქცია,  მათ  შორის  შეუჩეროს
       ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება.


       შემდგომი ნაბიჯები კანონის უზენაესობის უკეთ დასაცავად

              ევროკავშირის           დამფუძნებელ           ხელშეკრულებაში

       ზემოაღნიშნული           მექანიზმის       არსებობის        მიუხედავად,
       ევროკავშირმა  გადაწყვიტა  კანონის  უზენაესობის  პრინციპის
       დარღევის შემაკავებელი ღონისძიებები კიდევ უფრო გაამკაცროს.
       ევროკომისიის  მიერ  2018  წელს  დაწყებული  პროცესი,  რომელიც

       ითვალისწინებდა  ევროკავშირის  ბიუჯეტიდან  ევროკავშირის
       წევრ ქვეყნებზე ფინანსური დახმარების (მათ შორის, გლობალური
       პანდემიის       მიერ      მიყენებული        ეკონომიკური         ზიანის


                                                                              3
   1   2   3   4   5   6   7   8   9