Page 2 - Position Paper
P. 2

კანონის უზენაესობა  - ევროკავშირის ფუძემდებლური
                                    ღირებულება



       შესავალი


              კანონის     უზენაესობა      ევროკავშირის       ფუძემდებლური
       ღირებულებაა. ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (Treaty on
       EU)  მეორე  მუხლი  -  „ღირებულებები,  რომლებსაც  ევროკავშირი

       ეფუძნება“  -  კანონის  უზენაესობას  განიხილავს  ევროკავშირის
       ისეთ  ფუძემდებლურ  პრინციპებს  შორის,  როგორიცა  არის
       ადამიანის ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სხვა.

              ევროკავშირი       მიიჩნევს,     რომ     მისი     ფუქციონირება
       შეუძლებელია  კანონის  უზენაესობის  განუხრელი  აღსრულების
       გარეშე,    ხოლო  ამ  ფუნდამენტური  პრინციპის  დარღვევა
       ევროკავშირს  სასიცოხლო  საფრთხეს  უქმნის.  სწორედ  ამ

       მიდგომით  არის  განპირობებული,  რომ  ევროკავშირისათვის
       კანონის     უზენაესობის       უზრუნველყოფა          პირველი      რიგის
       პრიორიტეტია  როგორც  კავშირის  შიგნით,  ისე  მის  ფარგლებს
       გარეთ.

              გასულ      წლებში,      ევროკავშირის       მხრიდან       კანონის
       უზენაესობის საკითხის კრიტიკა არა ერთ ევროპულ ქვეყანას, მათ
       შორის  საქართველოსაც  შეეხო.  2020  წელს,  ევროკავშირის
       შეფასებით, ქართულმა მხარემ ვერ შეძლო კანონის უზენაესობის

       შესაბამისი        სტანდარტით            უზურუნველყოფა,              რაც
       საქართველოსთვის  გამოყოფილი  მაკროფინანსური  დახმარების
       მეორე ტრანშის მიღების წინაპირობას წარმოადგენდა.


                                                                              1
   1   2   3   4   5   6   7