Page 6 - EU Legislation Behind the EU Accession Process, Accession Criteria and Accession Stages
P. 6
ქვეყნის მიერ თითოეულ სექტორში მიღწეულ პროგრესს და
რეგულარულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას როგორც
ევროკავშირის საბჭოს, ისე ევროპარლამენტს.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები Acquis
Communautaire-ის 35 სხვადასხვა სექტორის, ანუ თავის (Chapters)
ირგვლივ მიმდინარეობს. ხსენებული თავები (კაპიტალისა და
პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება, ენერგეტიკა, სოცი-
ალური პოლიტიკა და დასაქმება, საგარეო ურთიერთობი და ა.შ.)
სათითაოდ „იხსნება“ განსახილველად და მხოლოდ ევროკავ-
შირის ყველა ქვეყნის თანხმობით „იხურება“.
IV. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანდიდატი ქვეყანა ხელს
აწერენ გაწევრიანების ხელშეკრულებას (Treaty of accession).
ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება დასამტკი-
ცებლად ევროპარლამენტში იგზავნება და ევროპარლამენტი მას
უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს. ამ ხელშეკრულების ძალაში
შესვლით, კანდიდატი ქვეყანა იღებს „ევროკავშირში გაწევრი-
ანების პროცესში მყოფის“ სტატუსს (EU acceding country).
V. ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფი-
კაციას ახდენენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი
ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, რითაც
ევროკავშირში ახალი წევრი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი
სრულდება.
5