Page 4 - EU Legislation Behind the EU Accession Process, Accession Criteria and Accession Stages
P. 4
a clear prospect of joining the EU in the future but have not yet been
granted candidate country status).
ხსენებული სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ იგი
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებებში არ არის განმარ-
ტებული, გამოყენებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების
მიმართ.
განმარტება: ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას
უნდა შეიცავდეს შეთანხმება, რომელიც გაწევრიანების მსურველ
ქვეყნასა და ევროკავშირს შორის იდება. ამ სახის შეთანხმებები
გაფორმდა 2004-2007 წლებში ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებთან ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად, ასევე,
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, 2001-2015 წლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ა.წ. 28 თებერვალს უკრაინის მიერ
ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადის საფუძველზე,
უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიე-
ნიჭა, ეს ფაქტი იქნება დამკვიდრებული პრაქტიკიდან განსა-
კუთრებული გამონაკლისი. 21-ე საუკუნეში არ ყოფილა
შემთხვევა, რომ ევროკავშირის წევრობის ფორმალური პერსპექ-
ტივის არქონის პირობებში, რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინოს.
II. ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდი-
დატის სტატუსი.
იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსი, აპლიკანტმა ქვეყანამ ევროკავშირის წევ-
რობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ამ მიზნით,
ხსენებულმა ქვეყანამ უნდა მიმართოს ევროკავშირის საბჭოს.
ევროკავშირის საბჭო განაცხადის თაობაზე აცნობებს ევრო-
3