Page 5 - EU Legislation Behind the EU Accession  Process, Accession Criteria and Accession Stages
P. 5

პარლამენტს,  ევროკომისიას,  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების
       ეროვნულ პარლამენტებს.
              ევროკავშირის  საბჭოს  დავალებით,  ევროკომისია  დეტა-

       ლურად  ამოწმებს  აპლიკანტი  ქვეყნის  თითოეული  სექტორის
       შესაბამისობას      ევროკავშირის       კანონმდებლობასთან          (Acquis
       Communautaire )  და  სტანდარტებთან.  შესწავლის  შედეგად,
                       5
       ევროკომისია  ამზადებს  ვრცელ  დასკვნას,  თუ  რა  რეფორმები
       უნდა  გაატაროს  ქვეყანამ  თითოეულ  სექტორში  ევროკავშირის
       წევრობისთვის  მოსამზადებლად,  ასევე,  წარმოადგენს  თავის
       რეკომენდაციას        აპლიკანტი       ქვეყნისათვის        ევროკავშირის

       წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
              ევროკომისიის  დადებითი  რეკომენდაციის  შემთხვევაში,
       ევროკავშირის  საბჭო,  გადაწყვეტილების  ერთხმად  მიღების

       წესით,  ანუ  კონსენსუსით,  განაცხადის  შემტან  ქვეყანას  ანიჭებს
       ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

       III.   ქვეყანამ  უნდა  დაიწყოს  ევროკავშირში  გაწევრიანების

       მოლაპარაკებები.
              ევროკავშირის  საბჭო  იღებს  გადაწყვეტილებას,  დაიწყოს
       კანდიდატ  ქვეყანასთან  ევროკავშირში  გაწევრიანების  მოლაპა-
       რაკებები.  გადაწყვეტილება  ევროკავშირის  ყველა  წევრი  ქვეყნის

       თანხმობით, ანუ, კონსენსუსით მტკიცდება.
              კანდიდატ  ქვეყანასთან  აღნიშნულ  მოლაპარაკებებს  ევრო-
       კომისია  აწარმოებს.  მოლაპარაკებების  პროცესში,  რომელიც
       რამდენიმე წელს შეიძლება გაგრძელდეს, ევროკომისია აფასებს ამ

       5  Acquis Communautaire მოიცავს ევროკავშირის შეთანხმემებს, საკანონმდებლო აქტებს,
       საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც არეგულირებენ ევროკავშირის ფუნქციონირების
       სხვადასხვა სფეროს
       https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/policy/conditions-membership/chapters-of-the-acquis_en


                                                                              4
   1   2   3   4   5   6   7   8   9   10