Page 3 - EU Legislation Behind the EU Accession  Process, Accession Criteria and Accession Stages
P. 3

პოლიტიკური,  ეკონომიკური  და  ფინანსური  მიზნებისადმი
       ერთგულება.
              1995  წელს  ევროპული  საბჭოს  მადრიდის  სამიტმა

       დაამტკიცა  ევროკავშირის  წევრობის  დამატებითი  მოთხოვნა,
       რომლის  მიხედვითაც,  ევროკავშირის  კანდიდატ  ქვეყანას  უნდა
       შეეძლოს  ევროკავშირის  კანონმდებლობის  აღსრულება  და  იმის

       უზრუნველყოფა,  რომ  ეროვნულ  კანონმდებლობაში  ასახული
       ევროკავშირის  კანონმდებლობა  პრაქტიკაში  ეფექტიანად  აღსრუ-
       ლდეს  ადმინისტრაციული  და  სასამართლო  სტრუქტურების
            2
       მიერ .
              ევროკავშირის  წევრობის  წარმოდგენილი  კრიტერიუმები
       საკმაოდ  ზოგადია  და  გაწევრიანების  საფეხურების  აღსაწერად,
       საჭიროა      ევროკავშირის       მოქმედი      კანონმდებლობისა         და

       პრაქტიკული ნაბიჯენის გამოკვეთა. ევროკავშირში გაწევრიანების
       პროცესი 5 ძირითად ეტაპად შეიძლება დავყოთ:

       I.     ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის პოტენცი-

       ური კანდიდატის სტატუსი (EU potential candidate).
                                                                    3 4
              ევროკომისია  თავის  ოფიციალურ  ვებგვერდზე ,   განმარ-
       ტავს,  რომ  ევროკავშირის  პოტენციური  კანდიდატები  არიან
       ქვეყნები, რომელთაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების ცალსახა

       პერსპექტივა,  თუმცა  ჯერ  არ  მინიჭებიათ  ევროკავშირის  კანდი-
       დატის სტატუსი (Potential Candidates: countries/entities which have



       2  ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება - ევროკავშირში გაწევრიანება
       https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM%3Al14536;
       3  აპლიკანტი ქვეყნების სტატუსი
       https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/countries/check-current-status_en

       4  კანდიდატები და პოტენციური კანდიდატები
       https://ec.europa.eu/environment/enlarg/candidates.htm

                                                                              2
   1   2   3   4   5   6   7   8