Page 2 - EU Legislation Behind the EU Accession Process, Accession Criteria and Accession Stages
P. 2
ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივი
საფუძვლები, კრიტერიუმები და გაწევრიანების
ეტაპები
ევროკავშირში გაწევრიანების ძირითად სამართლებრივ
საფუძველს ქმნის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (Treaty
on EU) 49-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ ევროპულ
ქვეყანას შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ იგი პატივს
სცემს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას, დემოკრატიას, თანა-
სწორობას, კანონის უზენაესობას, ადამინის უფლებებს, მათ
შორის, უმცირესობათა უფლებებს.
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემუშავებულია სპეცი-
ალური კრიტერიუმები, რომლებიც ევროპული საბჭოს კოპენჰა-
1
გენის სამიტზე 1993 წელს დამტკიცდა :
- ქვეყანაში სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტების
არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის
უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე, უმცირე-
სობათა უფლებების პატივისცემას და დაცვას;
- ფუნქციონალური საბაზრო ეკონომიკის არსებობა, რომე-
ლიც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი
ევროკავშირის ბაზარზე;
- ევროკავშირის წევრობის ვალდებულებების ეფექტიანად
განხორციელების უნარი, მათ შორის, ევროკავშირის
1 ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმები
https://eur-lex.europa.eu/summary/glossary/accession_criteria_copenhague.html
1