Page 3 - Configuration of the Council of the European Union
P. 3

ზოგად  საკითხთა  საბჭოს  დამატებით  აქვს  საგანგებო
       ფუნქცია,  მოამზადოს  ევროპული  საბჭოს  (European  Council)
       სხდომები  და  გადაწყვეტილებები.  ევროპული  საბჭო,  თავის

       მხრივ,  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნებისა  და  მთავრობების
       მეთაურთა  (heads  of  states  and  governments)  შეხვედრების
       ფორმატია  და  განსაზღვრავს  ევროკავშირის  განვითარების

       სტრატეგიულ  ამოცანებსა  და  პოლიტიკას  სხვადასხვა  დარგში.
       ევროპული  საბჭო,  როგორც  არაფორმალური  ინსტიტუტი,  1975
       წელს  შეიქმნა.  მისი  ევროკავშირის  ინსტიტუტად  ფორმალიზება
       2009  წელს,  ლისაბონის  ხელშეკრულების  ძალაში  შესვლის

       შედეგად განხორციელდა.

                      ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები


              ევროკავშირის        საბჭოს       სხდომებზე        განსახილველ
       საკითხებს,        თავდაპირველად           იხილავენ         ბრიუსელში
       განთავსებული        ევროკავშირის       წევრი    ქვეყნების     მუდმივი

       დიპლომატიური  წარმომადგენლობები  (permanent  representations
       to  the  European  Union)  -  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების
       საელჩოები, რომლებიც ექსკლუზიურად მუშაობენ ევროკავშირის
       საკითხებზე       (განსხვავებით,  ე.წ.  ორმხრივი  საელჩოებისაგან

       ბელგიის  სამეფოში,  რომლებიც  ასევე  ბრიუსელში  არიან
       განთავსებული,        მაგრამ     ბელგიის      სამეფოსთან       ორმხრივ
       ურთიერთობებზე მუშაობენ).
              ხსენებულ  მუდმივ  წარმომადგენლობებს  ჰყავთ  მუდმივი

       წარმომადგნლები,  ელჩები  (Permanent  Representative),  რომლებიც
       სპეციალურ       კომიტეტს       -   COREPER       (French    –    Comité
       des représentants permanents)  ქმნიან.  არსებობს  COREPER  I  და

       COREPER  II:  COREPER  II  (ელჩების  ფორმატი),  რომელიც
   1   2   3   4   5   6