Page 2 - Configuration of the Council of the European Union
P. 2

ევროკავშირის საბჭო კონფიგურაცია

                        ევროკავშირის საბჭოს ფორმატები


              ევროკავშირის  საბჭო  არის  ევროკავშირის  წევრი  ქვეყნების
       დარგობრივი       მინისტრების       შეკრება.    ევროკავშირის       საბჭო

       შეიძლება  შეიკრიბოს  საგარეო  საქმეთა,  ენერგეტიკის,  სოფლის
       მეურნეობის, ან სხვა დარგობრივი მინისტრების ფორმატით.
              ევროკავშირის  საბჭოს  ერთ-ერთ  კონფიგურაციას,  ე.  წ.
       ზოგად საკითხთა საბჭოს (General Affairs Council), ისეთი თემების

       განხილვის უფლებამოსილება გააჩნია, როგორიცაა ევროკავშირის
       გაფართოება,  ევროკავშირში  გაწევრიანების  მოლაპარაკებები
       (accession  negotiations),  ევროკავშირის  ბიუჯეტი  და  სხვა.  ზოგად

       საკითხთა  საბჭოში,  როგორც  წესი,  მონაწილეობენ  ევროკავშირის
       წევრი  ქვეყნების  ევროპულ  საქმეთა  მინისტრები  (European  affairs
       ministers).
              ევროკავშირის  საბჭოს  კიდევ  ერთ  კონფიგურაციას  -

       საგარეო       საქმეთა       მინისტრების         საბჭოს       სხდომებს
       თავმჯდომარეობს  ევროკავშირის  ერთიანი  საგარეო  საქმეთა  და
       უსაფრთხოების  პოლიტიკის  უმაღლესი  წარმომადგენლი  (High
       representative of the EU Foreign and Security Policy), მაშინ, როდესაც

       ევროკავშირის         საბჭოს      სხვა      დარგობრივ         სხდომებს
       თავმჯდომარეობს ევროკავშირის ე.წ. პრეზიდენტი/თავმჯდომარე
       (presidency), ქვეყნის შესაბამისი მინისტრი. აქვე აღვნიშნოთ ისიც,
       რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირს 6-თვიანი ვადით,

       როტაციის  წესით,  მონაცვლეობით  თავმჯდომარეობენ  (rotating
                  1
       presidency ).

       1  ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა
       https://www.consilium.europa.eu/en/council-eu/presidency-council-
       eu/#:~:text=A%20rotating%20presidency,EU's%20work%20in%20the%20Council.
   1   2   3   4   5   6