Page 3 - Program Document in Georgian
P. 3
მონაწილეები გაეცნობიან ევროპულ საბჭოში ორმაგი დიდი უმრავლესობით (double
qualified majority rule) კენჭისყრით გადაწყვეტილების მიღების წესს.
მონაწილენი ასევე გაეცნობიან ევროკავშირის ჩამოყალიბებისა და გაფართოების
ისტორიულ და სამართლებრივ ასპექტებს; ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიას,
ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და ეტაპებს, საქართველო-ევროკაშირის
ურთიერთობების განვითარების ისტორიულ ეტაპებს 1991 წელს, დამოუკიდებლობის
აღდგენიდან 2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე;
ევროკავშირის ურთიერთობებს თავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპულ სამეზობლოსთან
2004-2007 წლების დიდი გაფართოების შემდეგ - დასავლეთ ბალკანეთისა და პოსტ-
საბჭოთა ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მიდგომების შედარებით ანალიზს;
ევროკავშირის მიმდინარე გაფართოებას და შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.
პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ნ ო ტ ა ც ი ა:
- ევროკავშირი: სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების მართვის უნიკალური,
სუპრანაციონალური მოდელი; რას ნიშნავს ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება და
როგორ ვლინდება იგი?
- რას წარმოადგენს ევროკავშირის გადაწყვეტილება? ევროკავშირის მიერ
დამტკიცებული დოკუმენტების სამართლებრივი კატეგორიზაცია
- ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (Treaty on EU) მე-13 თავი: ევროკავშირის
ინსტიტუტები
- ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების
პროცესში; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციური ჯაჭვი
- ევროკომისია - სუპრანაციონალური, ანუ ზეეროვნული ინსტიტუტი; საქმისწარმოება
ევროკომისიაში; ევროკომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესი
- ევროპული პარლამენტი: სუპრანაციონალური და ეროვნული ელემენტების
უნიკალური ბალანსის პრაქტიკული მაგალითი; ევროპარლამენტის დაკომპლექტების წესი;
2024-2029 წლების მოწვევის ევროპარლამენტი; ევროპარლამენტის გადაწყვეტილების
ფორმირების პროცესი
- ევროკავშირის საბჭო/ევროპული საბჭო: ეროვნული ნიშნით შექმნილი სტრუქტურა
და წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ფორმატი; ევროკავშირის საბჭოს
კონფიგურაციები; ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები; ევროკავშირის საბჭოში
გადაწყვეტილების მიღების ორი ძირითადი წესი: კონსენსუსი და ე.წ. ორმაგი დიდი
უმრავლესობა
- ევროკავშირის ჩამოყალიბება და გაფართოება; გაფართოების ტალღები;
ევროკავშირის გაფართოების სამართლებრივი საფუძვლები
- ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენისა და მადრიდის კრიტერიუმები;
- ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები, გაწევრიანების სამართლებრივი და
ინსტიტუციონალური საკითხები