Page 2 - Program Document in Georgian
P. 2
- ევროპული პარლამენტი: სუპრანაციონალური და ეროვნული ელემენტების
უნიკალური ბალანსის პრაქტიკული მაგალითი; ევროპარლამენტის დაკომპლექტების წესი;
2024-2029 წლების მოწვევის ევროპარლამენტი; ევროპარლამენტის გადაწყვეტილების
ფორმირების პროცესი
- ევროკავშირის საბჭო/ევროპული საბჭო: ეროვნული ნიშნით შექმნილი სტრუქტურა
და წევრი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლების ფორმატი; ევროკავშირის საბჭოს
კონფიგურაციები; ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები; ევროკავშირის საბჭოში
გადაწყვეტილების მიღების ორი ძირითადი წესი: კონსენსუსი და ე.წ. ორმაგი დიდი
უმრავლესობა
- ევროკავშირის ძირითადი კანონმდებლობა (EU Primary Law): ევროკავშირის
დამფუძნებელი (Founding), ძირითადი (Main), გარდამავალი/ცვლილებების (Amending) და
გაწევრიანების (accession) ხელშეკრულებები
- ევროკავშირის მეორადი კანონმდებლობა (EU Secondary Law): რეგულაცია,
დირექტივა, გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, მოსაზრება; ევროკავშირის მეორადი
კანონმდებლობის სამართლებრივი იერარქია
- ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნა
ევროკავშირის კანონმდებლობის დამტკიცების პროცესში: ევროკავშირის ექსკლუზიური
კომპეტენციის (EU Exclusive competence), გაზიარებული კომპეტენციის (EU shared
competence), წევრი ქვეყნების ექსკლუზიური კომპეტენციის (only EU states may legislate) და
სპეციალური კომპეტენციის (special competence) სფეროები
- ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობის პრინციპი (Precedence Principle)
- ევროკავშირის კანონმდებლობის პირდაპირი მოქმედების პრინციპი (Direct Effect of
EU Law)
- ევროკავშირის სასამართლო სისტემა და მისი შტოები; მართლმსაჯულების
ევროპული სასამართლო და ზოგად საქმეთა სასამართლო
- ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულება, აღსრულების მონიტორინგი და
ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირების მექანიზმები; დავების გადაჭრა
ევროკავშირის სასამართლოში
2.
ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და
ინსტიტუციური ჯაჭვი; ევროკავშირის გაფართოება, გაწევრიანების ეტაპები,
ინსტიტუციური და სამართლებრივი ასპექტები
პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ევროკავშირის უნიკალურ ინსტიტუციურ
მოწყობას, ევროკავშიის ინსტიტუტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა-
გადანაწილების წესს, ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და
ევროკავშირის ინსტიტუტების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პროგრამის