Page 1 - Program Document in Georgian
P. 1

ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის
                                     (The European Public Law Organization - EPLO)
                                         რეგიონული წარმომადგენლობის

                                                          და
                       ევროპული სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის (ELGS)

                        კარიერული წინსვლისა და კვალიფიკაციის ამაღლების
                                       სერტიფიცირებულ პროგრამები



           1.

                     ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და
                                              ინსტიტუციური ჯაჭვი;
                        ევროკავშირის კანონმდებლობა და სასამართლო სისტემა


                  პროგრამის  მონაწილეები  გაეცნობიან  ევროკავშირის  უნიკალურ  ინსტიტუციურ
           მოწყობას,      ევროკავშიის      ინსტიტუტებს       შორის      უფლებამოსილებათა          გამიჯვნა-
           გადანაწილების  წესს,  ევროკავშირის  გადაწყვეტილების  მიღების  პროცედურებსა  და
           ევროკავშირის ინსტიტუტების როლს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  პროგრამის
           მონაწილეები  გაეცნობიან  ევროპულ  საბჭოში  ორმაგი  დიდი  უმრავლესობით  (double
           qualified majority rule) კენჭისყრით გადაწყვეტილების მიღების წესს.

                  პროგრამის  მონაწილენი  ასევე  შეისწავლიან  ევროკავშირის  კანონმდებლობის
           შემუშავების პროცედურებს, ევროკავშირის საკანონმდებლო დოკუმენტების კატეგორიებსა
           და  სამართლებრივ  იერარქიას,  მათი  აღსრულებისა  და  მონიტორინგის  მექანიზმებს;
           ევროკავშირის  სასამართლო  სისტემას,  მისი  ორგანიზებისა  და  ფუნქციონირების
           თავისებურებებს.

                                           პ რ ო გ რ ა მ ი ს      ა ნ ო ტ ა ც ი ა:

           -      ევროკავშირი:  სახელმწიფოთაშორისო  ურთიერთობების  მართვის  უნიკალური,
           სუპრანაციონალური  მოდელი;  რას  ნიშნავს  ევროკავშირის  სუპრანაციონალური  ბუნება  და

           როგორ ვლინდება იგი?
           -      რას    წარმოადგენს       ევროკავშირის       გადაწყვეტილება?        ევროკავშირის      მიერ
           დამტკიცებული დოკუმენტების სამართლებრივი კატეგორიზაცია
           -      ევროკავშირის  შესახებ  ხელშეკრულების  (Treaty  on  EU)  მე-13  თავი:  ევროკავშირის
           ინსტიტუტები
           -      ევროკავშირის  ინსტიტუტების  როლი  ევროკავშირის  გადაწყვეტილების  მიღების
           პროცესში; ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციური ჯაჭვი
           -      ევროკომისია - სუპრანაციონალური, ანუ ზეეროვნული ინსტიტუტი; საქმისწარმოება
           ევროკომისიაში; ევროკომისიის გადაწყვეტილების მიღების პროცესი
   1   2   3   4