ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია European Public Law Organization - EPLO
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (European Public Law Organization-EPLO) არის 2007 წელს, ევროპის 14 ქვეყნის მიერ დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაცია (www.eplo.int), რომლის მთავარ მისიას წარმოადგენს, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ევროპული ფასეულობების განმტკიცება, ევროპის საჯარო სამართლის (საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები) პრინციპებისა და საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვა.
საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა. ქ. თბილისში EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის ინაუგურაცია 2021 წლის 1 აგვისტოს გაიმართა. EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობა ახორციელებს საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის პროექტებს, ქმნის ევროპულ კანონმდებლობასა და აყალიბებს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს (გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ინიცირებული გლობალური კანონის უზენაესობის კომისიის მეშვეობით). წარმომადგენლობა ახორციელებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს EPLO-ს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ევროპული სამართლისა და მმართველობის უნივერსიტეტის მეშვეობით (www.elgs.eu). წარმომადგენლობა, საქართველოს გარდა, ფარავს სომხეთის რესპუბლიკას.